|
2024-06-14 09:55:47, 471 ნახვა
საზოგადოება
ბექა პაპაშვილი - ბექა ოდიშარიას, რომელიც არის „რუსულ კანონზე“ ხელმომწერი, დავუძახე მონა - 3 ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა
აქტივისტი ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში "რუსო მონა" დაუძახა, 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც პაპაშვილმა "TV პირველს" უთხრა, თავდამსხმელებს შორის დეპუტატის შვილიც იყო. "როდესაც ინციდენტის შემდეგ გავედი გარეთ, მოვარდნენ მისი "ზონდერები" - მისი შვილიც ერთ-ერთი "ზონდერი" აღმოჩნდა, რომელმაც ამაყად თქვა, რომ ოდიშარიას შვილი ვარო. 3 ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად",- ამბობს პაპაშვილი. რაც შეეხება თავად სუპერმარკეტში მომხდარ ინციდენტს, აქტივისტის თქმით, "რუსო მონას" დაძახების შემდეგ, ოდიშარია მას შეურაცხყოფას აყენებდა, დაცვა კი, მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. "ფრესკოს" მაღაზიაში ვიმყოფებოდი, როდესაც შევამჩნიე, რომ ამ მაღაზიაში შემოსული იყო ბატონი ბექა ოდიშარია, რომელიც არის "რუსულ კანონზე" ხელმომწერი და მას დავუძახე თავისი სახელი - ის არის მონა, ბიძინა ივანიშვილის მონა და ვთხოვდი პასუხს, თუ რატომ გაყიდა ქვეყანა და რატომ გვინდაგურებს მომავალს. ამაზე პასუხი იყო შეურაცხმყოფელი და რა თქმა უნდა, ამაზე ვუთხარი, რომ ის არის უზრდელი და უზრდელი ადამიანები გვიზიან დღეს პარლამენტში... "ქართული ოცნების" წევრები დღეს უკვე დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან და დაცვის თანხლებით დადიოდა ის მაღაზიაში... დაცვამ არ მომცა შესაძლებლობა, ახლოს მივსულიყავი ოდიშარიამდე, ცდილობდნენ, რომ ხელი ეკრათ, ხელი შეეშალათ ჩემთვის",- უთხრა პაპაშვილმა "TV პირველს". აღსანიშნავია, რომ აქტივისტმა სუპერმარკეტში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)