|
2024-06-13 14:52:35, 461 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ასევე, იმყოფებოდნენ, 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელში, აღაიანში, სადაც გარდაცვლილი გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათივე ინფორმაციით, ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში მუშაობდა. მან წყალდიდობის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)