|
2024-06-12 19:52:33, 515 ნახვა
საზოგადოება
კალაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე - დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ - ძალიან დიდი შანსი გვაქვს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ქალაქ დიუსელდორფში შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. კახა კალაძის თქმით, ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს, რის იმედსაც მას ნაკრების კარგ ფორმაში ყოფნა აძლევს. „დიდი იმედი მაქვს, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის. ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. სრულიად საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)