|
2024-06-12 17:45:15, 453 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - მზად ვართ, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ერთ თვეში მოვაწეროთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ერთ თვეში ხელი მოაწეროს. როგორც ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დოკუმენტი ხელმოსაწერად თითქმის მზად არის. "დიახ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ერთ თვეში სამშვიდობო ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შეფასებით, სამშვიდობო ხელშეკრულების ამჟამინდელი ტექსტი საკმაოდ მომწიფებულია და შეიძლება შესწორდეს საბოლოო შტრიხები, მოვიყვანოთ იგი საბოლოო ფორმაში, ადრე დადასტურებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე და მოვაწეროთ ხელი. თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო პრაღის შეთანხმებებისა და ალმათის დეკლარაციის ერთგულია. ჩვენ ეს პრინციპები დავადასტურეთ ბრიუსელის, სოჭის და პრაღის განცხადებებში",- ამბობს ნიკოლ ფაშინიანი. აღსანიშნავია, რომ მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე, ბაქო სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს. "სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, თუ სომხეთის მოქმედი კონსტიტუცია უცვლელი დარჩება, უბრალოდ შეუძლებელია",- განაცხადა ალიევმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)