11:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 09:12:05, 439 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე - ამგვარ გამოხტომებს, მით უმეტეს რადიკალებისგან, სერიოზულად აღარ აღვიქვამ

"ხალხის ძალის" რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

ჯაფარიძის განცხადებით, "რადიკალებისგან მსგავს გამოხტომებს სერიოზულად აღარ აღიქვამს".

"მსურს, გამოვეხმაურო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც ჩემს წინააღმდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ, საკუთარი მედიასაშუალებების გამოყენებით, ცილისმწამებლური, ბინძური, სამარცხვინო კამპანია წამოიწყო.

რეალურად, საქმე მარტივადაა: ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, როგორც ამ ხალხს სჩვევია, აეროპორტში სკანდალის მოწყობა სცადა და “გამჭვირვალობის კანონის” მხარდაჭერის გამო, შეურაცხყოფა მომაყენა. 

რა თქმა უნდა, ამგვარ გამოხტომებს, მით უმეტეს რადიკალებისგან, სერიოზულად აღარ აღვიქვამ, ამიტომაც, ემოციური ფონის მიუხედავად, მალევე გავშორდი ამ სამარცხვინო სიტუაციას.

რაც შეეხება ინფორმაციებს - "ვიქტორ ჯაფარიძემ პოლიციაში დარეკა”, "ვიქტორ ჯაფარიძემ ახალგაზრდა გოგო დააჭერინა” - ვინც ამას ამტკიცებთ, სამარცხვინოები ხართ! თქვენ წარმოიდგინეთ, აეროპორტში პოლიციის თანამშრომლები ვიქტორ ჯაფარიძის "მიწვევის" გარეშეც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას!

ჩემი თუ არ გჯერათ, ამას თავად ინციდენტში მონაწილე გოგონა დაადასტურებს, პოლიციელს "კანვასის“ ტრენინგებზე დასწავლილი მეთოდებით რომ ესაუბრებოდა და სპეკულაციურად მადლობას უხდიდა, აქაოდა, ვიქტორ ჯაფარიძისგან "მიცავო",- ნათქვამია ჯაფარიძის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics