11:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 17:03:48, 468 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი აქუბარდიას - თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით რომ ემუქრებოდნენ, ტაშს უკრავდით

როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია "სირცხვილია", JamNews-ი თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით რომ ემუქრებოდნენ, თქვენ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და პაპუაშვილს ჰკითხა, მომხდარის გამო, გრძნობდა თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას.

პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ყველა, "ვინც ტერორში იქნება ჩართული, იქნება მხილებული".

"სამარცხვინო ტყუილები ისმოდა თქვენგან, რა მოწოდებაზე საუბრობთ? არ გრცხვენიათ? დიახ, როდესაც ტერორით დაკავებული არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია "სირცხვილია", JamNews-ი თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით რომ ემუქრებოდნენ, თქვენ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, ამას დაუფიქრდით, თუ შეიძლება", - მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიას.

შეგახსენებთ, დღეს, 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბერძენიშვილი სამედიცინო დაწესწებულებაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“  გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics