|
2024-06-11 13:43:23, 478 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მე-2 ეტაპი დაიწყო
რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მე-2 ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ამ ეტაპზე რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა „ერთობლივი მომზადების საკითხები“ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის უნდა შეიმუშაონ. „სწავლების ჩატარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მაისს განაცხადა. ეს განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა - როგორც სამხედრო დეპარტამენტი იტყობინება, რუსეთის მისამართით ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების საპასუხოდ“, - წერს მედია. შეგახსენებთ, წვრთნის პირველი ეტაპი 21 მაისს დაიწყო, რა დროსაც „ისკანდერის“ კომპლექსი და „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)