23:24 - 20 Aug, 2026
|
2024-06-11 11:31:52, 492 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს. „შალვა პაპუასის „პოსტიდან" ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს, ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, - წერს სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილი. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)