|
2024-06-11 11:02:21, 401 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დროებითი ფილიალი ამოქმედდა
იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო - მომხმარებლისთვის სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით კი, რუსთავის იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდა. ამის შესახებ იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სარემონტო სამუშაოების შედეგად სრულად განახლდება მომსახურების სივრცე, სერვისების მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით, შეიცვლება სივრცის დაგეგმარება, გაფართოვდება მომსახურების დარბაზი და გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას. "სარემონტო სამუშაოების პარალელურად, მომხმარებლისთვის სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით, რუსთავის იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდა. სასურველი სერვისის მისაღებად, მომხმარებლებმა იუსტიციის სახლის ფილიალს უნდა მიმართონ მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი, №89 („რუსთავი მოლის" შენობა). 500-ზე მეტი სერვისის მიღება მომხმარებელს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, რუსთავში, მეგობრობის გამზირის №29-ში მდებარე ფილიალი არ იმუშავებს. მომსახურების სივრცის განახლება, უკანასკნელი წლების განმავლობაში, იუსტიციის სახლის სერვისების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. მოქალაქეთა მაღალხარისხიანი მომსახურება და მათ საჭიროებებზე ზრუნვა იუსტიციის სამინისტროს უცვლელი პრიორიტეტია. უწყება მუდმივად მუშაობს სახელმწიფო თუ კერძო სერვისების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე",- ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)