|
2024-06-10 15:54:39, 425 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლას მთელი ეპოქა დასჭირდება და ეკლიანი იქნება - აშშ ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს
ახალ მსოფლიო წესრიგზე გადასვლას მთელი ეპოქა დასჭირდება და ეკლიანი იქნება, რადგან აშშ ცდილობს, ამ პროცესს ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, BRICS-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ლავროვი აღნიშნავს, "სანქციების ზეწოლისა და ფინანსური შანტაჟის საშუალებით ისინი ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სუვერენული სახელმწიფოების განვითარების მოდელებისა და სავაჭრო პარტნიორების არჩევაზე". "გლობალურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ახალი ცენტრები ჩნდება გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან. ეს ქვეყნები მხარს უჭერენ უფრო სამართლიან ცხოვრების წესს, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობასა და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას. სანქციების ზეწოლისა და ფინანსური შანტაჟის საშუალებით ისინი ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სუვერენული სახელმწიფოების განვითარების მოდელებისა და სავაჭრო პარტნიორების არჩევაზე. დასავლეთი არ ერიდება ძალის გამოყენებას. ყველამ იცის მაგალითები", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)