|
2024-06-07 15:08:01, 558 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე, 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, 3 წევრისგან შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შეძენა, შენახვა რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდა, რის შემდეგაც უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდა. "აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე ჯამში 1 384 000 ლარზე მეტი ჩაირიცხა, ხოლო მიღებული უკანონო შემოსავლებით ბრალდებულებმა დაახლოებით 231 000 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინეს, რაც შენიღბვის მიზნით მათთან დაკავშირებულ პირებზე გააფორმეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მესამე ნაწილით, მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- დან 12 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)