|
2024-06-06 14:41:21, 846 ნახვა
რეგიონი
ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სხდომა გაიმართა
დღეს, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომისიის თავმჯდომარის იმედა ვასაძის ხელმძღვანელობით სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სულ 34 განაცხადი შემოვიდა. კომისიის წევრებმა, პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისობის მიხედვით იდეები განიხილეს. მომდევნო კვირიდან, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის კომისია იდეის ავტორებთან ადგილზე ვიზიტს განახორციელებს. პროგრამის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)