|
2024-06-06 11:29:45, 367 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექსკოლის ერთი წელი
ტექსკოლა "თიბისის" საგანმანათლებლო ინიციატივაა. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. "თიბისიმ", 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ სამ თვიანი კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც "თიბისი" სთავაზობს ტექსკოლის მონაწილეებს. "თიბისიმ" ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით დააარსა და მას უკვე, მთელი საქართველოდან 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულის ნაკადის მონაწილეთა 15%-მა, წინა სემესტრებში, უკვე გაიარა ტექსკოლის სხვადასხვა კურსი და ტექნოლოგიების სხვა მიმართულების კურსებს აქვე ეუფლება. სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, "თიბისი", ყოველთვის ზრუნავდა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. 2023 წელს კი ახალი თაობის შთაგონება, მათი მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა "თიბისის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა. "თიბისი", არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელებით, მომავალშიც გააგრძელებს ახალი თაობის აქტიურ მხარდაჭერას.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)