|
2024-06-05 16:38:26, 738 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი თათბირი გამართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდი ბერიძემ, პირველ მოადგილესთან, იმედა ვასაძესთან ერთად მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრას მერისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი არკადი საკანდელიძე და სპეციალისტები ესწრებოდნენ. “მერი გაეცნო თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციას. თათბირზე სპეციალისტებმა თემში არსებული პრობლემური საკითხები დასვეს, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომისიების მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ. თათბირის შემდეგ, მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა. ადგილზე იმსჯელეს მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე და საჭიროებებიდან გამომდინარე დახმარებას დაჰპირდა. გასვლითი თათბირი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება. შემდეგი შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაინიშნა”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)