|
2016-02-15 12:25:40, 654 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ვფიქრობთ, ირანსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე ნებართვას ძალიან მალე გავცემთ
„ვიმედოვნებთ, მალე ირანიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობას კიდევ უფრო გავზრდით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მიერ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ირანიდან საქართველოში უვიზოდ დღეს პირველი 14-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებსაც მინისტრი თავად შეხვდება. ამასთან მინისტრის თქმით, ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლის თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. „2012 წელს გვყავდა 80 000 ირანელი ვიზიტორი, სამწუხაროდ შარშან გვყავდა მხოლოდ 25 000 ათასი და ვიმედოვნებთ რომ საკმაოდ მალე ჩვენ ავალთ იგივე ციფრებზე, რაც 2012 წელს იყო. უვიზო რეჟიმის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად გაზრდის საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობას ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. დღეს უვიზო რეჟიმის პირველი დღეა, დღეს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად შევხვდებით 14-კაციან ჯგუფს, რომელიც არის ირანიდან ჩამოსული. ესენი არიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ირანში გააშუქებენ საქართველოს შესაძლებლობებს, რაც შესაბამისად მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ირანში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არის შემოსული განაცხადი ირანული ავიაკომპანიებიდან რომლებსაც ჩვენ ვიხილავთ და ვიმედოვნებთ უახლოეს მომავალში მას შემდეგ რაც ისინი დაასრულებენ თავინთი საბუთების წარმოდგენას ჩვენ შვეძლებთ გავცეთ პირდაპირ ფრენებზე ნებართვა, რაც ხელს შეუწყობს იმ ტურისტული ნაკადის განვითარებას, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, უკვე თანხმდება განრიგი აეროპორტთან თუ როგორი იქნება ფრენა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)