|
2024-06-04 14:34:43, 376 ნახვა
საზოგადოება
მერია - „მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი იწმინდება
„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარე ვერეს ნაპირზე, ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას ლელქაშისაგან და ამონაყრისაგან ასუფთავებენ. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია. სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოიჭრა მდინარის ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები. აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. „იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, რომელიც სავსე იყო ხე-მცენარეებით. სრულად გაიწმინდება კალაპოტი, რომ უამინდობის შემთხვევაში პრობლემები არ შეიქმნას. კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, შემდეგ გადავალთ მომდევნო მონაკვეთზე. აღნიშნული სამუშაოები ყოველ გაზაფხულზე ტარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)