|
2024-06-04 11:16:41, 1312 ნახვა
სპეციალური ანონსი
მერია - თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა გაიმართება
თბილისი იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ორდღიანი ღონისძიება 5 ივნისს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, 09:30 საათზე გაიხსნება და შეხვედრის მონაწილეებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია მიესალმება. "ქსელის შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართავენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ხელმძღვანელი იან დენისონი და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი. ქსელის შეხვედრას დაესწრებიან პროექტის გასული წლების მასპინძელი ქალაქების წარმომადგენლები, ოცი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ გაწეული სამუშაოს ანგარიშს, განიხილავენ ახალ გამოწვევებს, მათი გადაჭრის მეთოდებს, სამომავლო პარტნიორობას, დაფინანსების მოპოვების გზებსა და სხვა საკითხებს. იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრას თბილისი მეორედ მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა, როდესაც თბილისმა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტი დაასრულა. 2023 წელს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართული შეხვედრისას, თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად აიღო ქსელის წევრობისა და მისი განვითარების პასუხისმგებლობა, რაც ერთობლივ ქარტიაზე ხელის მოწერითაც დადასტურდა. თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ჩვენი დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან მასპინძლობდა. ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ასამდე პროექტი, რომელმაც სრულად მოიცვა არა მხოლოდ წიგნის სფერო, არამედ საზოგადოების, მათ შორის, მოსწავლეების, სტუდენტებისა და ბავშვების უდიდესი ნაწილიც. განხორციელდა არაერთი საგამომცემლო, ზოგადსახელოვნებო, მულტიმედიური და საერთაშორისო პროექტი; ქართველი მწერლები მონაწილეობდნენ გაცვლით პროგრამებში, ჩატარდა პროფესიული ლექციების კურსი გამომცემლებისთვის, დაარსდა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი, ქართველი ავტორები პირველად გაემგზავრნენ გვადალახარას და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე, თანამედროვე ქართული ლიტერატურა უფრო დიდი აუდიტორიისთვის გახდა საიტერესო და ხელმისაწვდომი. ასევე დაარსდა საბავშო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, რომელმაც უკვე სამჯერ დაასახელა საუკეთესო საბავშვო წიგნების ავტორები. იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 25 ქალაქი ატარებდა. ამჟამად წიგნის მსოფლიო დედაქალაქი სტრასბურგია",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)