|
2024-06-02 15:54:12, 536 ნახვა
მსოფლიო
ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABCnews-ი ავრცელებს. როგორც მედია იტყობინება, 67 წლის აჰმადინეჯადმა რეგისტრაცია დღეს, 2 ივნისს გაიარა. რეგისტრაციის შემდეგ მან განაცხადა, რომ გააუმჯობესებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ყველა ერთან. აჰმადინეჯადი 2005 წლიდან 2013 წლამდე ორჯერ იკავებდა ირანის პრეზიდენტის თანამდებობას. პრეზიდენტობის პერიოდში ის, ანტისემიტური გამონათქვამების გამო, არაერთხელ გააკრიტიკეს. აჰმადინეჯადი ასევე უარყოფს ჰოლოკოსტს და აცხადებს, რომ ირანში ლგბტ პირები არ არიან. ცნობისთვის, ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს არის დაგეგმილი. არჩევნები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)