17:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 18:20:32, 412 ნახვა

პოლიტიკა
იზორია როთს - კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადსხვაა - თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის სტატუსს ეხმიანება.

იზორია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. 

თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია.

ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ისტორიულად, ის ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ!“ - აღნიშნავს იზორია.

შეგახსენებთ, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ  „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics