22:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 09:43:33, 454 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუს ოფისი - ღაზაში ომი არ დასრულდება, სანამ ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული

ღაზაში ომი არ დასრულდება ვიდრე, ყველა მიზანი არ შესრულდება, მათ შორის სანამ არ დაბრუნდება ყველა მძევალი და „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობები არ განადგურდება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი პრემიერის გადაწყვეტილებას ავრცელებს.

ნეთანიაჰუს ოფისში იუწყებიან, რომ პრემიერის თქმით, ისრაელის მიერ შეთავაზებული ზუსტი მონახაზი საშუალებას აძლევს ისრაელს, შეინარჩუნოს ეს პრინციპები.

„პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების გუნდს უფლება მისცა, წარადგინოს ამ მიზნის მისაღწევად გეგმა და დაჟინებით მოითხოვს, რომ ომი არ დასრულდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, მათ შორის ვიდრე არ დაბრუნდება ყველა მძევალი და „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობები არ განადგურდება. ისრაელის მიერ შეთავაზებული ზუსტი მონახაზი საშუალებას აძლევს ისრაელს, შეინარჩუნოს ეს პრინციპები“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics