|
2024-05-31 11:29:09, 696 ნახვა
რეგიონი
შუახევში სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა
შუახევში სკოლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის კურსდამთავრებულები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. "ომარ ტაკიძემ ახალგაზრდებს სკოლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვა. ისაუბრა ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თვითმმართველობა ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს სკოლაში განვლილი წლები. წარმოადგინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ემოციებით დატვირთული დღე ახალგაზრდებს ბენდ "117"-მა გაულამაზა. საგანმანათლებლო დაწესებულება წელს 132 -მა მოსწავლემ დაამთავრა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)