12:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 10:40:56, 755 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი - ჩინეთს შეუძლია, მოაწყოს სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა

ჩინეთს შეუძლია, მოაწყოს სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტს" განუცხადა.

ლავროვის თქმით, "ეს ნაბიჯი იქნება პეკინის მცდელობების გაგრძელება უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად".

"ჩვენ ვიზიარებთ ჩინეთის პოზიციას, რომ კონფლიქტის ძირეული მიზეზები, პირველ რიგში, უნდა განიხილებოდეს და დაცული იყოს ყველა მხარის სამართლებრივი ინტერესები შემდგომი შეთანხმებებით, რომლებიც დაფუძნებულია უსაფრთხოების თანაბარ და განუყოფელ პრინციპზე. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ეს გულისხმობს ადგილზე არსებული რეალობის პატივისცემას, რომელიც ასახავს იქ მცხოვრები ხალხის ნებას",- ამბობს ლავროვი.

ლავროვმა ასევე გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების გამო და განაცხადა, რომ ვაშინგტონი "კიევის რეჟიმის დანაშაულის თანამონაწილე გახდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics