12:47 - 20 Aug, 2026
|
2024-05-28 10:17:02, 516 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ რაფაჰში საჰაერო თავდასხმაზე - სამწუხაროდ, რაღაც ტრაგიკულად წარიმართა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰზე საჰაერო თავდასხმას გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნეთანიაჰუს თქმით, მიუხედავად მოსახლეობის ევაკუაციისა, „სამწუხაროდ, რაღაც ტრაგიკულად წარიმართა“. „რაფაჰში, ჩვენ უკვე განვახორციელეთ, დაახლოებით, 1 მილიონი არამებრძოლი მცხოვრების ევაკუაცია და მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რომ არ დაშავებულიყვნენ არამებრძოლები, სამწუხაროდ, რაღაც ტრაგიკულად წარიმართა. ჩვენ ვიკვლევთ მომხდარს და მივიღებთ დასკვნებს, რადგან ეს არის ჩვენი პოლიტიკა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, ისრაელის მხრიდან საჰაერო იერიშს რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)