|
2024-05-27 10:22:40, 756 ნახვა
რეგიონი
შუახევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
შუახევში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მრავალფეროვანი საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საზეიმო ღონისძიებას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. "შეკრებილ საზოგადოებას ომარ ტაკიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა; ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გმირთა ხსოვნას.
ღონისძიებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა მოეწყო.
გაიმართა მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.
შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეები და გოგონათა ბენდი "117“ მონაწილეობდნენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შუახევში, სხვადასხვა აქტივობებით გრძელდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)