23:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 12:13:40, 383 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - რთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება

ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა, მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები" ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის.

"ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თითოეული თქვენგანი შეუერთდა ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს თქვენ ხართ ქუჯის და ფარნავაზის, მირიანის და გორგასლის, დავითის, თამარის და ერეკლეს ჯარი; მათი ათასწლოვანი მხედრული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი. ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. ეს წმინდათაწმინდა მისიაა, რომელიც წინაპართაგან გადმოგვეცა და რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაგვინაცვლებს.

ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები" ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც. რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics