23:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-25 16:23:57, 550 ნახვა

პოლიტიკა
​ანიტა რაჭველიშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციას 26 მაისს თბილისის ოპერაში კონცერტის ჩატარება სურდა - დირექციამ უარი უთხრა

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარება სურდა.

რაჭველიშვილის ინფორმაციით, მას ოპერის დირექციამ კონცერტის ჩატარების უფლება არ მისცა.

"ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ჩაეტარებინა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

ოპერის დირექციამ უარი უთხრა. ეს უარი ოპერის დირექციის მხრიდან მათ მიმართ ვინც პარტიის მსახური არ არის პირველი არაა სამწუხაროდ!

დროა ოპერის დირექცია შეიცვალოს სასწრაფოდ!

უკვე დიდი ხანია ვიკავებ თავს და არ ვსაუბრობ იმ აბსოლუტურად მიუღებელ მენეჯმენტის ფორმაზე რომელსაც ვაკვირდები უკვე რამოდენიმე წელია.

სირცხვილია! ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ქვეყანას და არა ამა თუ იმ პარტიების პირად წყენებს და ინტერესებს! სირცხვილია!", - წერს რაჭველიშვილი "ფეისბუქზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics