|
2024-05-25 14:09:40, 507 ნახვა
საზოგადოება
UNiDAYS-ის კვლევით, თბილისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ
საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად დასახელდა - მსოფლიოს უდიდესი სტუდენტური ქსელის, UNiDAYS-ის კვლევის მიხედვით, თბილისი ყველაზე მიმზიდველი დესტინაციაა, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, თამარ ყორიაულის შეფასებით, სასიხარულოა, რომ თბილისი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიისა და პლატფორმების მიერ არაერთხელ დასახელდა, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, საერთაშორისო სტუდენტებს შორის მეტად პოპულარული ხდება. „ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ მარკეტინგული კამპანიები და სხვადასხვა აქტივობები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში" - აღნიშნა თამარ ყორიაულმა. UNiDAYS-ის 2024 წლის სტუდენტების მოგზაურობის ინდექსი, სადაც თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა, ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: განთავსების ფასები, ტურისტული ატრაქციები, ჯგუფური აქტივობები, უსაფრთხოების რეიტინგი, კვების საშუალო ღირებულება და სხვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)