|
2024-05-24 16:13:17, 404 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამაში სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ
ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, "საქართველოს ბანკი" ინიციატივების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი რამდენიმე თვეა სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 15 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ახლახან, "საქართველოს ბანკის" პარტნიორების რიცხვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა. სპორტის უნივერსიტეტს 90 წლიანი ისტორია აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორია ჯერ კიდევ 1935 წლიდან იწყება. სპორტის უნივერსიტეტი დღემდე საქართველოში სპორტული პროფილის ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. უკვე 90 წელია, რაც უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ამზადებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე, შემდეგი მიმართულებებით:
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დარგში მეცნიერებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ განათლებას, რომელსაც უზრუნველყოფენ დარგის წამყვანი მეცნიერები, პრაქტიკოსი პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტები ევროპის ქვეყნებიდან (ესპანეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია და სხვ). ამავდროულად, ყოველწლიურად მოქმედებს გაცვლითი პროგრამები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. როგორ არის შესაძლებელი სპორტის უნივერსიტეტში სტიპენდიის მიღება? სპორტის უნივერსიტეტში "საქართველოს ბანკის" სტიპენდიის მისაღებად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სპორტის უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი, იყოს საქართველოს მოქალაქე და სწავლობდეს საბაკალავრო პროგრამაზე. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატების გამოვლენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება. კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება და პარტნიორი უნივერსიტეტების სიაც იზრდება. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)