01:08 - 14 Aug, 2026
|
2016-02-13 14:35:34, 1436 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი სირიაში იერიშების შეწყვეტას არ აპირებს
რუსეთი სირიაში იერიშების შეწყვეტას არ აპირებს. სააგენტო Tass-ის ინფორმაციით, მოსკოვში აცხადებენ, რომ მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს ეხება და ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას არ გულისხმობს. სააგენტო ცნობით, მოსკოვში დღესაც ამტკიცებენ, რომ რუსული ავიაცია მხოლოდ ტერორისტების პოზიციებს ანადგურებს და დასავლეთის ბრალდებებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ სიცრუეს უწოდებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რუსეთის ავიაციამ დამასკოსა და ჰომსის გარეუბნებზე მიიტანა იერიში, დაიბომბა ორი ჰოსპიტალი. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რუსეთის იერიშების შედეგად, 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)