23:15 - 13 Aug, 2026
|
2024-05-23 16:06:27, 763 ნახვა
რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილი კიმ ტონგ ოპს შეხვდა
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში, კიმ ტონგ ოპს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი და მოადგილე შოთა როსტიაშვილი ესწრებოდნენ. "ბესიკ ამირანაავილმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)