02:55 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 16:15:03, 317 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ვაჭრობს - ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ

რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? წარმოუდგენელია. რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან,  ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, შანტაჟი და მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის იმ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით  ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ შესაძლო შემზღუდველი ზომების ამოქმედებას ეხებოდა.  

თბილისის მერის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაუმტკიცა მეგობარ  ქვეყნებს, რომ ის არის სანდო პარტნიორი მოკავშირეებისთვის.  

„ქვეყნის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ვაჭრობს - ეს ყველამ კარგად იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს განცხადებები ცხადად მეტყველებს, ჩვენთან მიმართებით, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს. აღნიშნული რიტორიკა კატეგორიულად მიუღებელია. რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? იმისთვის, რომ საქართველოში ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კანონპროექტს იღებს?  ამის გამო რა განცხადებებსაც ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან - ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. 

ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. საქართველომ თავისი ქმედითი ნაბიჯებით დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics