|
2024-05-11 15:53:36, 380 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველო, წელს პირველად, უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა და არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. “ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)