12:09 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 23:43:51, 493 ნახვა

პოლიტიკა
18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონპროექტი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და კიდევ 17 საერთაშორისო უფლებადამცველი და პრესის ორგანიზაცია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავენ.

საერთაშორისო ორგანიზაციები მმართველ პარტიას "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისკენ და საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

"ჩვენ, ხელმომწერი საერთაშორისო პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოგმართავთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" ხელახალი შემოღების და ჟურნალისტების და რეპორტიორების მიმართ ძალადობის უეცარი ზრდის და სხვა შეზღუდვების შესახებ.

ვიმეორებთ მოწოდებას კანონპროექტის დაუყოვნებლივ გაუქმების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალი დამოუკიდებელი მედიის სიცოცხლისუნარიანობას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, 20 მედიამუშაკის მიმართ დემონსტრაციების გაშუქებისას ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა", - ნათქვამია წერილში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics