12:09 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 18:27:00, 420 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიცია ყოველ ჯერზე უფრთხილდება იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ.

„ვერაფერს ვიტყვი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რადგან ჩვენ ვართ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და არ არის მითითებებზე დამოკიდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდნენ, მათ შორის აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების დაცვის მხრივ, საუკეთესო სტანდარტებით. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა, აქციის მონაწილეთა მხრიდან, იყო მომენტი, როცა შეეძლოთ რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ და პოლიციამ ისინი არ გამოიყენა. უფრთხილდებიან, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ, ვინაიდან ვიცით, რა ძალები დგანან ამის უკან. აქციის მონაწილეებს მარიონეტებად იყენებენ და ძალადობისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება „ტვ პირველის“ შემთხვევას, პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაგცეთ.

ნახეთ დიტო სამხარაძის ბავშვის მიმართ მკვლელობის მუქარა, როგორ მიწერეს პარლამენტის წევრს. თქვენგან და ოპოზიციისგან განსხვავებით, ძალადობას ჩვენ ყოველთვის, ყველას მიმართ ვგმობთ. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ხელისუფლებას დამატებითი ვალდებულება აქვს, გამოიძიოს და მოძებნოს დამნაშავეები და ამას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics