13:06 - 13 Aug, 2026
|
2024-05-08 16:39:03, 1757 ნახვა
სპეციალური ანონსი
„არა რუსულ რეჟიმს“ - პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართება
„არა რუსულ რეჟიმს“ - ამ ლოზუნგით დღეს, 8 მაისს პარლამენტთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. „დაფიონის" ცნობით, აქცია 20:00 საათზე დაიწყება. „მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეთ აქციებს 8 მაისს. ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 8 საათზე, შემდგომ კი ისევ გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა კანონის სრული დაცვით! დღევანდელი მსველობისთვის გიმზადებთ სიურპრიზს, დღეს უფრო მკაფიოდ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას და ყველგან! ყოველდღე უფრო ბევრნი და ერთიანი უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ერთიან ერს ვერავინ მოერევა! საქართველო ჩვენია და მის დასაცვად ჩვენი ერთიანობაა საჭირო! გელოდებით ყველას, პარლამენტის წინ" - ნათქვამია „დაფიონის" განცხადებაში.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)