|
2024-05-01 16:27:26, 762 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში "UNICEF"-ის მხარდაჭერით განხორცილებული პროგრამები შეაფასეს. "ხაზი გაესვა ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას. "UNICEF"-ის მხარდაჭერით ბათუმი „ადრეული განათლება და ზრუნვის" მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მიზანია ინკლუზიურ საკითხებზე ადრეული განათლების ხელმისაწვდომობა. აჭარაში "UNICEF"-ის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბათუმში განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ე.წ. ოცნების ქალაქის და იქ მცხოვრები ათასობით ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)