|
2024-04-30 20:44:04, 434 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, პარლამენტის სასახლესთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან სტუდენტები, არასამათავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები. პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს. 17 აპრილს კი, მას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)