|
2024-04-30 18:35:41, 816 ნახვა
რეგიონი
კასპში 11 ქუჩა რეაბილიტირდება
ქალაქ კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის 11 ქუჩაზე განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს 3 860 გრძივი მეტრი ა/ბეტონის საფარის მოწყობას: ბარნოვის, ასათიანის, 9 აპრილის, გოგებაშვილის, პეტრიწის, ჩახრუხაძის, ორბელიანის, იას, ლაშქარაშვილის, ქვათახევის და ცაგარელის ქუჩებზე. აღნიშნული ქუჩებიდან წყალარინების სისტემა 9 ქუჩაზე მოეწყობა. პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე წყალარინების სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ. პროექტი ფინანსდება რეგიონის განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ღირებულება შეადგენს 3 285 081 ლარს. გარდამავალი პროექტის განხორციელება შპს „ქცია“ -მ 2024 წელს დაიწყო და 2025 წელს დაასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)