|
2016-02-11 16:50:49, 983 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკულ დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის უსაფრთხოების სფეროში დახმარების სარდლობის წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარდლობის მეთაურს, გენერალ-მაიორ მარკ მაკდონალდსა და ევროპისა და აფრიკის რეგიონული ოპერაციების დირექტორს, პოლკოვნიკ დევიდ მარკ ბენეტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქმიან სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ამერიკული სარდლობის წარმომადგენლები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შექმნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მოინახულეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)