|
2024-04-24 16:43:12, 387 ნახვა
საზოგადოება
ფინანასთა სამინისტრო - ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანასთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა. "ბანკის მიერ, ჯამში, გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46,275,000 ევროს ოდენობით. სასესხო შეთანხმებით 2024 წელს გათვალისწინებულია პირველი ტრანშის - 23,137,500 ევროს ჩამორიცხვა, ხოლო მეორე ტრანშის მიღება იგეგმება 2025 წელს. პროგრამით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება, მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება მომსახურების ყველა დონეზე, ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის, მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)