|
2024-04-24 16:00:40, 513 ნახვა
საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისი - ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! [ვიდეო]
ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა ლაზარე გრიგორიადისმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც გრიგორიადისმა თქვა, "რუსული კანონი" ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის. "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება, აქციებია და აქციებზე შევხდებით!... "რუსული კანონი" ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და ჩემი აზრით, ასეთი კანონები, არ შეიძლება, რომ ევროკავშირის გზაზე მივიღოთ",- განაცხადა გრიგორიადისმა. ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების აქტი გამოსცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადსს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)