|
2024-04-24 14:01:33, 739 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და აჭარის რეგიონში გაეროს აქტიური მუშაობისთვის და სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო. "მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ სტუმრებს აჭარის საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში დავით ბაქრაძე, გაეროს სამმართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მრჩეველი ნესტან ბეჟანიშვილი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)