|
2024-04-24 14:02:05, 561 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - ყველა ქალს აქვს დედობის უფლება - არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით გახდება ქალი დედა
ყველა ქალს აქვს დედობის უფლება - არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით გახდება ქალი დედა - ჩვენი მხარდაჭერა მათ! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული საკუთარი განცხადება განმარტა. მდინარაძის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას, აბორტთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა, რომელზეც პასუხი "მედიასაშუალებების მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული". "მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის მიუხედავად, ქორწინებაშია, თუ არ არის ქორწინებაში; სჭირდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, თუ არა - აბსოლუტური მხარდაჭერა ყველას იმიტომ, რომ ვერავინ გაბედოს ამ საკითხით სპეკულაცია... საუბრიდან რაღაც 30 წამს ამოგიჭრიან, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმ პათოსისგან, რასაც გულისხმობ. ისე წარმოაჩინეს, თითქოს ჩვენ საუბარი გვქონდა ქალთა უფლებების რამე ფორმით შეზღუდვაზე. ის მედიასაშუალებები თუ გადაცემები, რომლებმაც გუშინ კონტექსტი განზრახ დაამახინჯეს, ვნახოთ, რამდენად იტყვიან, რომ გუშინაც მთლიანი კონტექსტი ეს იყო და გაავრცელებენ თუ არა ამას",- თქვა მდინარაძემ. მისი განმარტებით, შარშან, საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც მედიცინის დახმარებით რეპროდუქციას ეძღვნებოდა და ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციას გულისხმობდა. „როგორც კი საკითხი დადგა - ქალი, რომელიც ქორწინებაში არ არის, ხელოვნური განაყოფიერებით შეუძლია თუ არა გააჩინოს შვილი და დაისვა ეს კითხვის ნიშანი, გავაჩერეთ პროექტი",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აბორტსა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, 23 აპრილს ამბროლაურში გააკეთა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)