|
2024-04-22 14:31:42, 766 ნახვა
რეგიონი
ქედაში, დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს დასუფთავება, თუ მეტი ხის დარგვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. დაბა ქედაში, ამ დღესთან დაკავშირებით ყადირ შერვაშიძის სკვერში მწვანე ნარგავები დაირგო, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, რესურსცენტრის დირექტორმა დურმიშხან შავიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ და ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. "ასევე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)