|
2024-04-22 14:28:12, 438 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით ინსტიტუციური გაძლიერების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხები განიხილა ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს დირექტორ ფორტუნატას დირგინჩუსთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების და ამ პროცესში ლიეტუვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს. „ლიეტუვის რესპუბლიკა საქართველოში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანიც ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარებაა. პროექტის ფარგლებში, ექსპერტების ვიზიტები დაიგეგმა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულების კუთხით არსებულ ცოდნას გაგვიზიარებენ“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. სამუშაო შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების, სოფლის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)