14:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 17:29:00, 379 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას შეხვდა. 

ADB-ის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და EBRD-ის პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ: ვამაყობ, რომ ასეთი პარტნიორები მყავს და მეხმარებიან მომავლისკენ მიმართული ხიდის აშენებაში.

"სასიამოვნო იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ვაშინგტონში შეხვედრა", - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა X გვერდზე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან ერთად გამართული დისკუსიის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, დისკუსიის დროს განხილულ იქნა ევროპისა და აზიის რეგიონების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. 

"ასევე კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების გზები, ისევე, როგორც  განვითარების წინაშე მდგარი სხვა რისკების დაძლევის მნიშვნელობა,

მათ შორის, ანტი-გლობალიზაციის ღონისძიებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ზრდას და მდგრადობას.

გავცვალეთ ასევე იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ განვითარებაზე ორიენტირებულ მრავალეროვნულ ბანკებს და მათ წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ამ გამოწვევების დასაძლევად და კრიზისზე რეაგირებისთვის.

ვამაყობ, რომ ასეთი პარტნიორები მყავს და მეხმარებიან მომავლისკენ მიმართული ხიდის აშენებაში, რომელიც უფრო მწვანე, მეტად მდგრადი და მჭიდროდ  დაკავშირებული იქნება.

ჩვენი საუბარი, რომელსაც ნიშა პილაი უძღვება, მომავალ კვირას გავა ეთერში, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის წინ, რომელიც 2024 წელს თბილისში იმართება. მას საქართველო მასპინძლობს", - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics