16:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 12:37:27, 417 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატების, ისე აქციის მონაწილეების დაცვა

ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან 2 მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

"მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველამ ვნახეთ, სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებულები სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 15 და16 აპრილს აქციის  პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა.

საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ, როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში,  მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა  აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს,  ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს.

ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან 2 სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დაკავდა 40 პირი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics