16:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 11:19:08, 315 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება - ამჯერად, სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.

"მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე და LED განათების სისტემა. დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. 

პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან 1 300 000 ლარია გამოყოფილი. 
აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით და ბავშვების მოთხოვნით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ადგილზე გაეცნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics