|
2024-04-19 09:30:16, 471 ნახვა
მსოფლიო
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ირანის სახელმწიფო მედიასა და აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დარტყმა გასულ კვირას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მოჰყვა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ უპასუხებდა. „შეერთებულმა შტატებმა და ისრაელის სხვა მოკავშირეებმა ნეთანიაჰუს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, ირანის მიმართ ნებისმიერი შესაძლო პასუხის დროს. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ისრაელის საპასუხო დარტყმაში“, - წერს CBS News. ირანის სახელმწიფო მედიის მიხედვით, საჰაერო თავდასხმა რამდენიმე პროვინციაში განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ყველგან ისროდა, თუმცა მიზეზს არ ასახელებენ. შეგახსენებთ, 14 აპრილს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. გაშვებული რაკეტების და დრონების 99 % ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივად ჩამოაგდეს. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 31-მა ადამიანს დასჭირდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)