11:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 12:52:26, 458 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე ლაპარაკი არც ღირს

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წუხელ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესაებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა სცემეს.

როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამის შემდეგ დიდუბის პოლიციასა და კლინიკაში იმყოფებოდა.

"გუშინ, კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემა-ტყეპის ესტაფეტა გადაიბარა. შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში. მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ. კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს, მაგრამ მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ კანონს!!!"- წერს ელისაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ "ექსპრესნიუსმა", "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, მოახერხა ვიდეოკადრების გადაღება, თუ როგორ გაჰყავს ტერიტორიიდან პოლიციას "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics